ანჩელოტი:"სამწუხაროდ, ბენზემამ ტრავმა მიიღო"
კარლო ანჩელოტიმ "მალაგასთან" შეხვედრის წინ პრეს-კონფერენცია გამართა...
"კარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო, ის "მალაგას" წინააღმდეგ არ ითამაშებს, რადგან ზედმეტი რისკების აცილება გვსურს. ვიმედოვნებ, ფრანგი ფეხბურთელი "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდება და გუნდს დახმარებას გაუწევს."
"მომდევნო სეზონში იკერ კასილიასს "რეალში" ვცედავთ, მაგრამ ჯერ ამაზე ფიქრის დრო არ არის. გუნდი ორიენტირებული ამ სეზონზეა. წინ რთული მატჩები გველის."
"სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ და გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ ტაბლოზე 0-0 აისახა. მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გავალთ 1/2 ფინალში, ამიტომ მაქსიმუმის გაკეთება გვმართებს."
"ისკო სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელი არ არის. მან წინა შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. "მალაგასთან" შეხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით პაექრობას მიენიჭება. ალარკონმა გასულ სეზონთან შედარებით ბევრი მეტი შეხვედრა ჩააატარა და გაცილებით მეტი წუთი დრო დაჰყო მწვანე მინდორზე, ის საჭირო ფიგურაა."
"კოენტრაუ ხვალ არ ითამაშებს, მაგრამ დერბიში სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინება. მისი აღდგენითი პროცესი დასასრულს მიუახლობდა."
"გუნდი კარგ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ ინტენსიურ ფეხბურთს ვითამაშებთ. 3 ქულის მოპოვება მნიშვნელოვანია."
"ჯერ-ჯერობით არ ვიცი ვინ შეცვლის ბენზემას. განვიხილავ ისკოსა და ჩიჩარიტო ერნანდესის ვარიანტს."
"არ ვფიქრობ, რომ გუნდი გადაღლილია, რადგან როტაციის ნაკლებობას არ განვიცდით."
"მალაგელები შესანიშნავად ასპარეზობენ, მათ ბრწყინვალედ ითამაშეს "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. სახიფათო მეტოქე გვყავს, ამიტომ ყურადღების გამახვილება მათ თითოეულ დეტალზე გვმართებს."
"ვერ ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ახლა ჩვენი საზრუნავი "მალაგას" დამარცხებაა, სრულ კონცენტრაციას ხვალინდელ პაექრობაზე ვახდენთ."
"ხედირა და ლუკას სილვა? ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით. ითამაშებს ის ფეხბურთელი, რომელიც საუკეთესო კონდიციაში იქნება."
- 17 აპრილი 2015
- 4 304
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.