„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ყველა ბილეთი გაიყიდა
„რეალისა“ და „ატლეტიკოს“ განმეორებით მატჩამდე 1 კვირით ადრე, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სალაროებთან რიგები შეწყდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ადგილობრივმა გულშემატკივრებმა, ოპერატიულობა გამოიჩინეს და შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები, გაყივდვაში ჩაშვებისთანავე დაიტაცეს.შესაბამისად, ანჩელოტის შეგირდებს ქომაგების სრულის მხარდაჭერა ექნებათ მეტად მნიშვნელოვან პაექრობაში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, „ბერნაბეუ“ მხოლოდ ორჯერ შეივსო პირამდე.პირველად, „ბარსელონას“ წინააღმდეგ, ხოლო მეორედ, „სელტასთან“ შეხვედრაში.ამასთანავე მოსალოდნელია, რომ ანშლაგი იქნება შაბათის მატჩშიც, როდესაც „მალაგა“ ესტუმრება მადრიდს.
ცნობისათვის, მადრიდულ დერბიზე, ბილეთების ფასი 70-დან 250 ევრომდე მერყეობდა.
AS
- 16 აპრილი 2015
- 2 868
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.