ბენზემა „ატლეტიკოსთან“ უძლურია
მიმდინარე კვირიაში, კარიმ ბენზემამ მორიგი უფერული შეხვედრა ჩაატარა „როხიბლანკოს“ წინააღმდეგ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ როდესაც „რეალი“ და „ატლეტიკო“ ერთმანეთს უპირისპირდებიან, ფრანგი „ცხრიანი,“ თავდამსხმელისათვის განკუვთნილ მოვალეობებს ვერ ასრულებს.სიმეონეს მადრიდულ გუნდში მისვლის შემდეგ, ბენზემა 16-ჯერ დაუპირისპირდა თანაქალაქელებს და რაც არ უნდა სამარცხვინო იყოს, მხოლოდ ერთხელ მოახერხა შედეგიანი დარტყმის განხორციელება (საშუალოდ 0.06 გოლი).ეს მოხდა „ვისენტე კალდერონზე,“ 2014 წლის 2 მარტს, პრიმერა დივიზიონის მასშტაბით.
ცნობისათვის, საერთო ჯამში, კარიმი 2 გოლს მოითვლის 20 მადრიდულ დერბიში.
AS
- 16 აპრილი 2015
- 2 909
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.