მარსელოს ადგილს მონატრებული კოენტრაუ დაიკავებს
ბრაზილიელი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციით, პორტუგალიელს გაეხსნა გზა სასტარტო შემადგენლობისაკენ.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის განმეორებით დაპირისპირებას, 2 ყვითელის გამო გამოტოვებს მარსელო.ალბათ, რთული გამოსაცნობი არ არის, რომ სამხრეთ ამერიკელს კოენტრაუ შეცვლის, რომელმაც უკანასკნელად, 10 მარტს იასპარეზა „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში.
სამწუხაროდ, ტრავმიანობისა თუ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილების გამო, „რეალის“ განაპირა მცველს ართუ ისე ხშირად უწევს საქმეში ჩართვა.მიმდინარე სეზონში, ფაბიუმ მხოლოდ 777 წუთი გაატარა მწვანე მინდორზე, რაც შესაძლებლობის მხოლოდ 17 პროცენტია.
აღსანიშნავია, რომ კოენტრაუ სათადარიგო მცველი იყო შარშანდელ სეზონშიც, თუმცა გაცილებით მეტი სათამაშო დროით იწონებდა თავს.მას საკმაოდ მნიშვნელოვან მატჩებში გამოუცხადა ნდობა იტალიელმა დამრიგებელმა.მაგალითისათვის, პორტუგალიელმა ძირითადში გამოჩნდა, როგორც „კოპა დელ რეის,“ ამასთანავე ჩ/ლიგის ფინალში.
AS
- 16 აპრილი 2015
- 2 391
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.