"ბლანკოსმა" აღდგენითი ვარჯიში გამართა
"ატლეტიკოსთან" საკმაოდ დამღლელი შეხვედრის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება არ მისცა და აღდგენითი ვარჯიში გამართა...
დედაქალაქელები "მალაგასთან" შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც შაბათს, სანტიაგო "ბერნაბეუზე" გაიმართება. გუნდს მოსამზადებლად სამი დღე ექნება.
ფეხბურთელები, რომლებმაც "როხიბლანკოსთან" შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს, დღეს დახურულ კარს მიღმა ირჯებოდნენ.
კასილიასი, კეილორ ნავასი და პაჩეკო, ვილიამ ვეკისთან ერთად ემზადებოდნენ.
კოლექტივმა დიდი ყურადღება გაამახვილა ბურთის ფლობასა და მომენტების მაქსიმალურ გამოყენებაზე.
- 15 აპრილი 2015
- 1 931
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.