რამოსი:"სტადიონი პოზიტიურ განწყობაზე დავტოვეთ"
ვიცე-კაპიტანმა, სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ "ბლანკოსმა" შესანიშნავად ითამაშა, ახლა კი ყველა მოუთმენლად ელის "ბერნაბეუზე" გასამართ შერკინებას...
"ვეცადეთ საუკეთესო თვისებები გამოგვევლინა და თამაში მოგვეგო, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. მოედანი პოზიტიური განწყობით დავტოვეთ, ახლა კი საშინაო არენაზე ვიფიქრებთ, ვინაიდან უდიდეს შანსს ვფლობთ."
"პირველ ნახევარში მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ, მეორე 45 წუთში კი ფიზიკური თვალსაზრისით მოვიკოჭლეთ და "ატლეტიკოს" შეტევების განხორციელების საშუალება მივეცით, რაც "ბერნაბეუზე" აღარ უნდა განმეორდეს. არაერთი დადებითი მხარე დავინახეთ, რომელსაც ოთხშაბათამდე კიდევ უფრო დავხვეწავთ."
"მანჯუკიჩთან დაკავშირებით ბევრს არაფერს ვიტყვი. ეს იყო სათამაშო ეპიზოდი, ცუდი განზრახვა ნამდვილად არ მქონია, რაც მსაჯმაც კარგად შენიშნა."
- 15 აპრილი 2015
- 2 653
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.