სიმეონე:"რამოსმა საქციელი უნებლიე იყო, კარვახალი კი უნდა დაისაჯოს"
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ შეხვედრის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...
"თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს არ ითქმის პირველ ნახევარზე, სადაც "რეალს" განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონდა. მეორე ტაიმში ყველაფერი დავალაგეთ და არაერთი მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. მსაჯებზე საუბარი ჩემი კომპეტენცია არ არის."
"პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, გუნდი გადახალისდა. გასახდელში, ფეხბურთელებს მოტივაცია შევმატე, ისინი ნამდვილად ათამაშდნენ და მოწინააღმდეგ საკუთარი ფეხბურთი მოახვიეს თავს."
"ობლაკმა პირველ ტაიმში დიდი დატვირთვა მიიღო, მეორეში კი შედარებით ნაკლები საქმე ჰქონდა."
"მანჯუკიჩთან დაკავშირებით ბევრი საუბარი არ შემიძლია, მან სახის არეში ტრავმები მიიღო, თუმცა სერხიო რამოსს ვერ დავადანაშაულებთ, რადგან მას უნებლიედ მოუვიდა იდაყვის მოქნეცა, კარვახალის შემთხვევაში კი ყველაფერი განგებ მოხდა და ის უნდა დაისაჯოს (იცინის)."
"გამარჯვება მსურდა, სწორედ ამიტომ გავაძლიერე შეტევითი პოტენციალი. ტორესი შესანიშნავად ჩაერთო შეხვედრაში."
"მოწინააღმდეგე უძლიერესია. კარლო ანჩელოტის შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, მათთან დიდი ყურადღებით თამაშია საჭირო."
"სუარესი ძალიან დაგვაკლდება, ალბათ ანალოგიური იქნება მარსელოს შემთხვევაშიც, ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბლანკოსის" უცვლელი ფიგურაა."
"ვფიქრობ, "ბერნაბეუზე" მძიმე შეხვედრა გველის, მაგრამ მთავარია ინტენსიურად ვითამაშოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ."
- 15 აპრილი 2015
- 4 851
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.