"ატლეტიკოს" ქომაგები კრიშტიანო რონალდუს თავს დაესხნენ
მადრიდის "ატლეტიკოსა" და "რეალის" მატჩის დასრულების შემდეგ სამეფო კლუბის ლიდერს, კრიშტიანო რონალდუს ჯერ მოედანზე მიაყენეს შეურაცყოფა, შემდეგ კი ავტობუსში მისვლამდე დაესხნენ თავს და უწმაწური სიტყებით მოიხსენიეს...
სტადიონზე დაცვის თანამშრომლებს გულშემატკივარი გაეპარათ, რომელიც რონის მაისურზე შეეხო.
მადრიდის "რეალის" ხელმძღნვანელობა ამ ინციდენტს უყურადღებოდ არ დატოვებს და სასამართლოს გზით "ატლეტიკოელთა" დასჯაზე იბრძოლებს.
"ატლეტიკოელთა" განცხადებით, გულშემატკივარი რონისთან ფორმის სათხოვნელად მივარდა, მაგრამ ეს მოსაზრება მეორე მხარეს არამართებულად მიაჩნია.
ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ განვითარდება მოვლენები.
ვიდეო-ჩანაწერებიც მოწმობს იმას, რომ ქომაგი რონის მიმართ კეთილგანწყობილია, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ის ფირი, როდესაც რონალდუს ავტობუსში ჩაჯდომაში ხელს უშლიან და ათასგვარი უწმაწური სიტყვით მოიხსენიებენ.
- 15 აპრილი 2015
- 11 714
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.