ბენზემა-რონალდუ - ჩემპიონთა ლიგის ყველაზე გამტანი დუეტი
მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე გამტანი შემტევები ჰყავს, რაზეც სტატისტიკაც მოწმობს...
საქმე იმაშია, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე კარლო ანჩელოტის გუნდმა 21-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება, აქედან 14 ბურთი კი სწორედ ფრანგულ-პორტუგალიური დუეტის ნადავლია.
კრიშტიანომ საკუთარ ანგარიშზე 8 გოლი მიითვალა, კარიმ ბენზემამ კი 6. აღსანიშნავია, რომ კარიმის საუკეთესო შედეგი 7 ბურთი გახლავთ, ახლა კი ფრანგს შესაძლებლობა აქვს პირადი რეკორდი გააუმჯობესოს.
მეორე ადგილს შახტარელი ფეხბურთელები, ლუის ადრიანო და ტეიშეირა იკავებენ, მათ ანგარიშზე 12 გოლია. ლუის სუარესი და ლიონელ მესის 10 ბურთიან ნიშნულს დასჯერდნენ, თუმცა შედეგის გაუმჯობესების საშუალება "პსჟ"-სთან მიეცემათ.
- 13 აპრილი 2015
- 4 797
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.