ხესე: "13 წლის ვიყავი "რეალში" რომ მოვედი"

ხესე როდრიგესმა "ეიბართან" თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.

"ჩვენი გუნდი უძლიერესია. დარწმუნებული ვარ შრომა აუცილებლად დაგვიფასდება. ჩვენს წინ, ისევე როგორც ჩვენს უკან, სატურნირე ცხრილში არიან გუნდები, რომლებიც მუდამ კონცენტრირებულნი არიან გამარჯვებაზე. ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქულათა მაქსიმუმი მოვიპოვოთ დარჩენილ ტურებში."

"როდესაც მთავარმა მწვრთნელმა განმიცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი, ძალიან გამიხარდა. ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი შანსი და სტადიონზე მოტივირებული გამოვედი."

"დღეს თქვენ იხილეთ გადახალისებული შემადგენლობა. სასტარტო თერთმეტეულში ძირეული ცვლილებები იყო. თავს გუნდის თითოეულ ფეხბურთელთან კარგად ვგრძნობ. დღევანდელ შეტევის ხაზთან ისევე კომფორტულად ვიყავი, როგორც ბენზემასთან და ბეილთან."

"ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი მოახლოვდა. მადრიდულ დერბის კარგი განწყობით ვხვდებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ფანები გავახაროთ და სეზონის ბოლოს კვლავ ვიზეიმოთ ლიგის თასის გამარჯვება. მთავარია ვარჯიში განვაგრძოთ და მწვრთნელის დარიგებები ყურადღებით მოვისმინოთ."

"როდესაც მადრიდის "რეალში" მოვედი, 13 წლის ვიყავი, ახლა 22-ის ვარ და დღეს გოლის გატანა მოვახერხე "ბლანკოსის" მაისურით. მინდა რომ ამ კლუბიდან 40 წლის ასაკში წავიდე, რადგან ეს ჩემი სახლია."

Bernabeudigital.com

  • Junior
  • 11 აპრილი 2015
  • 4 052
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)