გარიტანო:"კრიშტიანო მეორე შემადგენლობის წევრიც გახლავთ"
შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ეიბარის" მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"სანტიაგო ბერნაბეუს დონის სტადიონზე გამოსვლა და თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დაუვიწყარი მომენტია. ჩვენ ვცდილობდით მეტოქისთვის ხელი შეგვეშალა და არ მიგვეცა იერიშების საშუალება, თუმცა არ გამოგვივიდა, რადგან მადრიდის "რეალის" უძლიერესი გუნდია. ამ ეტაპზე ჩემპიონატში სახარბიელო ადგილი არ გვიჭირავს, თუმცა ჩვენ მეტი არც მოგვეთხოვება, რადგან არ ვართ ისეთი დიდი გუნდი, როგორიც სამეფო კლუბია."
"ვერ გეტყვით "ბლანკოსი" მოახერხებს თუ არა ჩემპიონთა ლიგის მეთხედფინალური ეტაპის დაძლევას, რადგან სიმართლე გითხრათ ეს არც მაღელვებს. მე ჩემი გუნდის მომავლით ვინტერესდები და სხვის წარმატებაზე თუ უიღბლობაზე ფიქრისთვის დრო არ მრჩება."
"პირველი ტაიმი მძიმედ ჩავატარეთ. პრაქტიკულად არაფერი გამოგვდიოდა. რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, ჩვენ უფრო თამამები ვიყავით და თამაშიც გამოგვდიოდა. მიუხედავად ამისა საბოლოოდ მაინც ვერ მოვახერხეთ ქულის აღება."
"წინა შეხვედრა "თეთრებმა" გამანადგურებელი ანგარიშით მოიგეს (1-9). დღეს ჩემი გუნდის 3-0 დამარცხებით გახარებული ნამდვილად არ ვარ. აქ მთავარი ქულებია და არა გაშვებული გოლების რაოდენობა."
"მადრიდის "რეალს" მეორე შემადგენლობაც ჰყავს, მესამეც მეოთხეც და ასე შემდეგ. მაგრამ უცვლელი ფიგურა აქ კრიშტიანო რონალდოა, შემდეგ კი სხვადასხვა თანმიმდევრობით შეიძლება გუნდების დალაგება: ვარანი და რამოსი, ვარანი და ისკო... და ასე შემდეგ."
"ჩემი აზრით შეხვედრაში გარდატეხა სწორედ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა შეიტანა. რომ არა მისი ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმა შესაძლოა სულ სხვა შედეგით დასრულებულიყო მატჩი."
As.com
- 11 აპრილი 2015
- 4 362
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.