რონალდუ - ანგარიშის საუკეთესო გამხსნელი
ექსპერტები ყოველთვის ამტკიცებენ, რომ მესამე, მეოთხე, მეხუთე და მომდევნო გოლების გატანა გაცილებით იოლია, რადგან მეტოქე მოშლილია და შემტევ გუნდს ყველაფერს გამოსდის...
კრიშტიანო რონალდუ კი ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი კიდევ ერთ ასპექტში გახლავთ. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა "ეიბართან" შეხვედრაში წლევანდელ სეზონში მეათედ გახსნა ანგარიში.
"ეიბარამდე" სამეფო კლუბის შემტევს "დეპორტივოსთან", "ბილბაოსთან", "გრანადასთან", "ვალენსიასთან", "ხეტაფესთან", "სელტასთან", "ლევანტესთან", "ვილიარეალთნ" და "რაიო ვალეკანოსთან" ჰქონდა ანგარიში გახსნილი.
კრიშტიანოს შემდეგ მოდის ადურისი, რომელმაც "ბილბაოს" რიგებში 9-ჯერ გახსნა ანგარიში, მესამე ადგილზეა სევილიელი ბაკა, რომელიც 8-ჯერ გამოირჩა ანგარიშის გახსნით, მეოთხე პოზიციას კი ლიონელ მესი იკავებს (7).
- 11 აპრილი 2015
- 2 514
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.