ანჩელოტის საფიქრალი - სილვა თუ ილიარამენდი?
მოგეხსენებათ, დისკვალიფიკაციის გამო "ეიბართან" შეხვედრას ტონი კროოსი გამოტოვებს, მის ნაცვლად კი კარლო ანჩელოტი ლუკას სილვას, ან ილიარამენდის გაიყვანს მოედანზე...
იტალიელი სპეციალისტი საფიქრალშია ჩავარდნილი. ლუკას სილვას ბოლო შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია და რამდენად შეძლებს სასტარტო შემადგენლობაში შედეგიანად თამაშს საკითხავია, თუმცა არც ილიარამენდი გამოირჩევა დიდი სათამაშო პრაქტიკით.
ლუკა მოდრიჩთან შეწყვილების უფრო დიდი გამოცდილება ბასკ ნახევარმცველს აქვს, მაგრამ კარლიტო ფიქრობს, რომ შანსი სილვასაც უნდა მიეცეს.
ჯერ-ჯერობით შანსები 50-50-ზეა. კარლო ანჩელოტიმ წინასამატჩო პრეს-კონფერენცია განაცხადა, რომ სასტარტო შემადგენლობა დაკომპლექტებული ჯერ-ჯერობით არ არის.
როგორც სჩანს, დამრიგებელი გადაწყვეტილებას შეხვედრის დაწყებამდე მიიღებს.
- 11 აპრილი 2015
- 1 706
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.