მანუელ პელეგრინის მატჩისწინა პრეს-კონფერენცია
მადრიდის "რეალი" 2010 წელს იწყებს პამპლონაში მატჩით.გუნდის მთავარი მწვრთნელი აღიარებს,რომ თამაში იქნება მძიმე,მაგრამ იმედოვნებს რომ წაუგებელი სერია გაგრძელდება.
2009 წელი დასრულდა კარგი თამაშით და სასურველი ანგარიშით გუნდისთვის,მაგრამ მას მერე თქვენ თითქმის ორი კვირა არ გითამაშიათ.საახალწლო პაუზამ თქვენ გარგოთ?
ფიზიკური ფორმის თვალსაზრისით ფეხბურთელებზე ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია.რაც შეეხება ფსიქოლოგიას,ვიმედოვნებთ რომ იგივე განწყობით ვიქნებით,როგორც "სარაგოსასთან" და არამარტო მათთან, არამედმთელი დეკემბრის განმავლობაში."ოსასუნასთან" თამაში იქნება ძალიან ძნელი და სწორედ ამიტომ გვსურს კარგი განწყობით შევხვდეთ მატჩს.
როგორია კაკას მდგომარეობა?
საბედნიეროდ,იგი გამოჯამრთელდა.ამ კვირაში,მან კლუბთან ერთად ივარჯიშა თუმცა,იგი ბოლომდე არ არის მზად.მისი ტრამვა კი უკვე უკან დარჩა.
შემადგენლობის როტაცია დასრულდა?
სეზონის დასაწყისში ჩვენ რვა შეხვერდას ვთამაშობდით-სექტემბერში,ოქტომბერში და დეკემბერში,ითამაშო ამ დროს ერთი შემადგენლობით ფაქტიურად შეუძლებელია.შემადგენლობის როტაცია აუცილებელი იყო.სამეფო თასიდან გამოვარდნის შემდეგ,ჩვენ უკვე შევძელით გუნდის დაბალანსება,თუმცა უნდა მოვახერხოთ ყველა ფეხბურთელის ერთ დონეზე დაყენება,რათა სეზონის გადამწყვეტ მომენტში ისინი მზად იყვნენ.ეხლა კი ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები,რომლებმაც რომც არ ითამაშონ ისინი საუკეთესო ფორმაში არიან.
გუნდს ბევრი დანაკარგი აქვს,თქვენ ეს გაღელვებთ?
ტრამვირებულთა რიცხვი,დრო და დრო მცირდება.კაკა უკვე გამოჯამრთელდა,შუა კვირისთვის უკვე ვიმედოვნებთ,რომ გუნდს შემოერთდებიან ნისტელროი და გუტი.რაც შეეხება დიარას,მისი არ ყოფნის მიზეზი აფრიკის თასია,ეს ჩვენ სეზონის დასაწყისშივე ვიცოდით.ასე,რომ ერთადერთი ფეხბურთელი,რომელიც ტრამვირებულია ეს პეპეა.
კონკრეტულად რა გაღელვებთ "ოსასუნასთან" მატჩის წინ?
მათ მოედანზე თამაში ძალიან ძნელია,ამიტომ მე არ მგონია რომ "ოსასუნას" დამარცხება იოლი იქნება."ბარსელონამ" ამის გაკეთება ვერ მოახერხა.ყველაზე მთავარია,დავინახოთ ის მადრიდის "რეალი",რომელიც დეკემბერში იყო,შედეგზე ორინტირებული და გაძლიერებული.სწორედ ესეთი "რეალი" დავინახე მე ამ კვირას და ვიმედოვნებ,რომ პრობლემები არ შეგვექმნება.
როდესაც კაკამ მიიღო ტრამვა,მის მაგივრად შემოსულმა ვან დერ ვაარტმა გუნდის თამაში საგრძნობლად გააუმჯობესა,რის ხარჯზე მოხდა ეს?
არ გეთანხმებით.ჩვენ სეზონის დასაწყისში კაკასთან ერთადაც კარგად ვთამაშობდით.ვან დერ ვაარტმა შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა კაკას ტრამვამდე.ჩემთვის მნიშვნელოვანია,რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი ცდილობდეს უკეთ თამაშს და ბევრს მუშაობდეს თავის თავზე.ყველა მათგან უნდა იცოდეს,რომ ჩვენ მარტო 11 ფეხბურთელის გამოყვანა შეგვიძლია,მაგრამ ჩვენ გვექნება ტრამვები,დანაკარგები,დისკვალიფიკაციები.კაკაც და ვან დერ ვაარტიც საჭირო ფიგურები არიან გუნდისთვის და მე ეჭვიც არ მეპარება,რომ კაკა გუნდის საკვანძო ფიგურა გახდება.
მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება,რომ კაკა სათანადო დონეზე ვერ თამაშობს,თქვენ როგორ ფიქრობთ?
აზრი მრავალნაირია.მე ჩემი აზრი გამაჩნია,მე ვიცი რა მოგვცა ჩვენ კაკამ და რას მოგვცემს იგი.
- 3 იანვარი 2010
- 1 462
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.