ოდეგარი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს", ხოლო ისკო კი "სიტის" სურს
"მადრიდის რეალის" ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა.
ნორვეგიელი ოდეგაარდის საკითხი აქტიურად განიხილება. "მადრიდის რეალის" ახალგაზრდა ახალწვეულით დიდი ევროპული გრანდები იყვნენ დაინტერესებულნი, სანამ ეს უკანასკნელი "სამეფო კლუბში" გადმობარგდებოდა. ბოლო თამაშში ზიდანმა ის სათადარიგოთა სკამზე დასვა, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამიწვია მის მსურველებში და მათ იფიქრეს, რომ შეძლეებენ ახალგაზრდა ფეხბურთელის დაყოლიებას. ბრიტანული გამომცემლობები იტყობინებიან, რომ "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი ნორვეგიელის სამსახურით და წლევანდელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ეცდებიან მის გადაბირებას.
ანალოგიური სიტუაციაა ისკოს ირგვლივ. "მანჩესტერ სიტიმ" განაახლა მოლაპარაკებები ისკოსთან დაკავშირებით. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხამესის დაბრუნება ისკოს კვლავ სათადარიგოთა სკამზე დააბრუნებს, რაც ესპანელს ნამდვილად არ აწყობს, ხოლო ინგლისური კლუბი კი თავის მხრივ, აქტიურად აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას მის ტრანსფერთან დაკავშირებით. სხვა ინგლისური ტაბლოიდები იტყობინებიან, რომ ისკოს სამსახურით არსენ ვენგერიცაა დაინტერესებული და აპირებს მის სანაცვლოდ 84 მლნ. ევროს ჩამოვიდეს.
წყარო: AS
- 9 აპრილი 2015
- 3 413
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.