ბუტრაგენიო:"პროგრესული გუნდის წინააღმდეგ ვიასპარეზეთ"
ემილიო ბუტრაგენიოს განცხადებით, მადრიდის "რეალმა" საკმაოდ პროგრესულ გუნდთან ითამაშა და წარმატებას მიაღწია...
"მატჩის პირველ ნახევარში ბურთის ფლობა საერთოდ არ გვქონდა. სიტუაციას "რაიოს" ფეხბურთელები აკონტროლებდნენ და გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა ჩვენც ვქმნიდით მომენტებს."
"მეორე 45 წუთი რადიკალურად განსხვავებული იყო, თამაში შევცვალეთ და გოლების გატანაც შევძელოთ. "ვალენაკო" შესანიშნავი ბურთია, მათ მართლაც სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს."
"ისკოს შემოსვლის შემდეგ ნახევარდაცვა კიდევ უფრო კონსტრუქციული გახდა. კარიმ ბენზემამ თავის საქმე გააკეთა, ესპანელის დამატებით კი ინიციატივა ვიგდეთ ხელს და გოლის გატანაც შევძელით."
"გარეთ ბეილის თამაში სათუო იყო, მაგრამ მწვრთნელმა მედიკოსებისგან თანხმობა მიიღო, სწორედ ამიტომ გავიდა მოედანზე უელსელი."
"გადამწყვეტი მატჩების ჩატარება გვიწევს. ლა ლიგის მოგება პრიორიტეტულია, მაგრამ სადავეებს "ბარსელონა" ფლობს. "რეალმა" დარჩენილი შეხვედრები უნდა მოიგოს და ლუის ენრიკეს გუნდის წარუმატებლობას დაელოდოს."
"კრიშტიანო რონალდუს ამბიციები უსაზღვროა, ის სამაგალითო ფეხბურთელი გახლავთ. პორტუგალიელს ყოველთვის გატანა სურს, მისი მოტივაცია მართლაც საოცარია."
- 9 აპრილი 2015
- 1 945
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.