ზიდანმა სათადარიგოზე დასვა ოდეგარი
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ოდეგარის მოსვლის შემდეგ, „რეალ მადრიდ კასტილიას“ საქმეები არცთუ ისე სახარბიელოდ მიდის.
ზიდანს ეჭვის არ ეპარება 16 წლის ნორვეგიელის შესაძლებლობებსა და ტალანტში, თუმცა ზედიზედ 4 წაგების შემდეგ, უკანაკნელის 2 მატჩი, სათადარიგოზე დასვა მარტინი და ახალგაზრდა მადრიდისტებმა მოგებათა სერიაც აღადგინეს.
შეიძლება ითქვას, ოდეგარის ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს კასტილიელებზე.სამწვრთნელო შტაბი ფიქრობს, რომ როდესაც ახალწვეული საქმეშია, გაცილებით მეტი ინდივიდუალიზმი შეიმჩვენა მწვანე მინდორზე, ვიდრე გუნდურობა.ამასთანავე, კონტრაქტის თანახმად, კვირაში 5 დღე, მარტინი პირველ შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს და შესაბამისად, წესიერად არ იცნობს თანაგუნდელებს.ეს ყველაფერი კი, მის ადაპტაციას უშლის ხელს.
ფრანგი დამრიგებლის აზრით, ფეხბურთელის განვითარებისთვისაც უმჯობესია უფრო მეტი დროის გატარება მეორე შემადგენლობაში და ამის თაობაზე, ოდეგარის ოჯახთან ჰქონდა საუბარი, მაგრამ მადრიდული გამოცემების ინფორმაციით, შეხვედრას შედეგი არ გამოუღია, რამეთუ ამომავალი ვარსკვლავი მაინც რონალდუსა და ბეილის გვერდით ამჯობინებს ვარჯიშს.
ერთი სიტყვით, მეტად გაუგებარი სიტუაცია სუფევს მარტინ ოდეგარის ირგვლივ.
AS
- 8 აპრილი 2015
- 14 790
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.