ისკო:"დიდი გამოცდილება მივიღე, რომელსაც "რეალს" მოვახმარ"
ისკოს განცხადებით, მისთვის "ბლანკოსში" თამაშმა ბევრი რამ შეცვალა...
"ბრწყინვალე შანსი გვაქვს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავედით, ლა ლიგაში კი "ბარსელონასთან" 4 ქულიანი სხოვაბა გვაქვს, რომლის აღმოფხვრაც შეიძლება. მიზანი ორივე ტიტულის მოგებაა. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება და "სიბელესზე" ბევრს ვიზეიმებთ."
"სამეფო კლუბში მეორე სეზონს ვატარებ. გამოცდილი და ბევრად შეცვლილი ვარ. ხარისხი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესე, რასაც "ბლანკოსს" მოვახმარ."
"გულშემატკივრებს ყველაფრისთვის მადლობას ვეუბნები, მათი მხარდაჭერა თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ახლა გადამწყვეტი შეხვედრები გველის, სადაც "ბერნაბეუს" ინჩადა დიდ როლს ითამაშებს."
- 7 აპრილი 2015
- 1 978
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.