ბეილმა კვლავ ვერ აღიდგინა ქომაგების ნდობა
სეზონის გადამნწყვეტ ეტაპზე, სამეფო კლუბის ლაზარეთი სრულად გამოცარიელდა, რაც სასიხარულოა, თუმცა, ამასთანავე, ერთგვარი თავსატეხია მწვრთნელისათვის.
რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი კონკურენცია ნახევარდაცვის ხაზში ბატონობს, სადაც კროოსი, მოდრიჩი, ხამესი, ისკო, ილიარა, ხედირა და ლუკას სილვა ეცილებიან ერთმანეთს.გამომდინარე იქედან, რომ ტონი და ლუკა ანჩელოტის დიდ ნდობით სარგებლობენ, როდრიგესს ან ალარკონს სათადარიგოს გამაგრება მოუწევს, მაგრამ საინტერესოა, რომ გულშემატკივრები განსხვავებული პოზიციით უდგებიან აღნიშნულ საკითხს.
AS-ის გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ძირითად თერთმეტეულში არა ხნსებეულ მოთამაშეთაგან რომელიმემ, არამედ ბეილმა უნდა დაკარგოს ადგილი.ქომაგების აზრით, ამ მომენტისათვის, კროოსის, მოდრიჩის, ხამესისა და ისკოს კვარტეტს გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია გუნდისათვის.
AS
- 7 აპრილი 2015
- 1 886
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.