ხესეს 50-ე
"გრანადასთან" შეხვედრა მადრიდელი ახალგაზრდისთვის საიუბილეო გამოდგა...
როდრიგესმა "ბერნაბეუზე" 9-1 გამარჯვებასთან ერთად საკუთარი 50-ე დაპირისპირებაც აღნიშნა, რომელიც მან მთავარ გუნდში გამართა.
მიუხედავად იმისა, რომ ხესეს 8 თვეზე მეტი გაუცდა, მისი მონაგარი საკმაოდ დიდ რაოდენობას მოითვლის.
მას შემდეგ, რაც როდრიგესი "მერენგების" მთავარი გუნდის რიგებში ჩაირიცხა, "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის, სამეფო თასის, ევროპის სუპერთასის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგება შეძლო.
ახალგაზრდა ფორვარდმა 31 დაპირისპირება ლა ლიგაში გამართა, 12 "ლა კოპას" გათამაშებაში, 6 ჩემპიონთა ლიგაში , 1 კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.
აღსანიშნავია, რომ 50-იდან 38 შემთხვევაში ხესემ მოედანი გამარჯვებულის სტატუსით დატოვა.
- 6 აპრილი 2015
- 1 652
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.