9 ნაბიჯი ტიტულამდე
"მადრიდის რეალს" და "ბარსელონას" ლა ლიგის ტიტულის მფლობელის გარკვევამდე ცხრა ნაბიჯის გადადგმა დარჩათ
"ბარსამ" გუშინ უმძიმეს ბრძოლაში "სელტა" დაამარცხა და მორიგი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ. მათ უახლოეს მდევართან 4 ქულიანი სხვაობა შეინარჩუნეს. ლა ლიგის დასრულებამდე კი წინ 9 ტურია სათამაშო.
"მადრიდის რეალს" ჯერჯერობით სანუგეშებლად ის აქვს, რომ გოლთა რაოდენობა უფრო მეტი აქვს გატანილი, ვიდრე კატალონიელებს და თანაბარი ქულების შემთხვევაში, ჩემპიონობას "სანტიაგო ბერნაბეუზე" იზეიმებენ.
ორივე კლუბის კალენდარი თითქმის თანაბარია. როგორც "მადრიდის რეალს", ასევე "ბარსელონას" უწევს ჩასვლა "სევილიასთან" და "ესპანიოლთან". ორივე მათგანი "ვალენსიას" სახლში ღებულობს. სხვაობა ისაა, რომ "ბარსელონას" გასვლითი შეხვედრის ჩატარება უწევს "ვისენტე კალდერონზე", ხოლო ბოლო ტურში ლუის ენრიკეს შეგირდები სახლში "დეპორტივოს" მიიღებენ, "მადრიდის რეალი" კი პარალელურად "ხეტაფეს" დაუპირისპირდება.
წყარო: MundoDeportivo
- 6 აპრილი 2015
- 5 621
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.