„გრანადა“ „რეალის“ მეოთხე მსხვერპლი გახდა
რა თქმა უნდა, მადრიდელების გუშინდელმა გოლების ფესტივალმა გულშემატკივრების გაკვირვება გამოიწვია, რამეთუ თანამედროვე ფეხბურთში, არცთუ ისე ხშირად ფიქსირდება მსგავსი ანგარიშები.
გრანადელთა სამწუხაროდ, მათ 8 ბურთიანი სხვაობით (9-1) წააგეს ესპანეთის დედაქალაქში და ამით, „რეალის“ ისტორიაშიც მოხვდნენ.კონკრეტულად, კლუბის ყველაზე დიდი ანგარიშთ მოგებული პაექრობების კომპონენტში, განვლილი დაპირისპირება მეოთხე პოზიციაზე დაიდებს ბინას.
ჯერჯერობით, პირველ ადგილს იკავებს 1960 წლის ორთაბრძოლა, რომელშიც „თეთრებმა“ 11-2 გადაუარეს „ელჩეს.“მაშინ, რონალდუს მსგავსად, რეპოკერის მიწერა მოახერხა პეპილომ, ხოლო დიადი პუშკაში ჰეთ-თრიქით დაკმაყოფილდა.
1959 წელს, „ჩამარტინზე“ გამართულ შეხვედრაში, მასპინძლებმა 10-1 ძლიეს „ლას პალმასს,“ ხოლო 1913 წელს, „ბლანკოსმა“ 9 უპაუხო გოლი შეუგდო „ოდენსეს.“
აღსანიშნავია, რომ „გრანადა“ მეოთხე გუნდია, რომელმაც 9-1 წააგო „რეალთან.“სხვადასხვა წლებში, ასეთი სასტიკი მარცხი, „რეალ სოსიედადმა,“ „კასტელონმა“ და „სვაროვსკი ტიოლმა“ იწვნიეს.
AS
- 6 აპრილი 2015
- 4 733
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.