"ვესტ ჰემს" ხესეს წაყვანა სურს
პრემიერ ლიგის გუნდი, მადრიდის "რეალთან" მოლაპარაკებას გეგმავს.
მოგეხსენებათ, ხესე როდრიგესი უმეტეს შემთხვევაში მატჩის მიწურულს გამოდის მინდორზე. არადა სანამ 22 წლის ფეხბურთელი ტრავმას მიიღებდა, კარლო ანჩელოტი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა აშკარაა, რომ ახალგაზრდა ესპანელი ტალანტი უწინდელ ფორმას ვერ იღდგენს.
სწორედ ამიტომ, "ვესტ ჰემის" ხელმძღვანელობას ხესეს იჯარის წესით წაყვანა სურს. ბრიტანელები უკვე ამზადებენ ოფიციალურ მიმართვას, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია დათანხმდებიან თუ არა "თეთრები" პრემიერ ლიგელების წინადადებას.
Insidespanishfootball.com
- 5 აპრილი 2015
- 1 779
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.