პერესი 90 მილიონს იხდის
ფლორენტინო პერესს სერხიო აგუეროს შეძენა აქვს გადაწყვეტილი.
არგენტინელი ფორვარდი რამდენიმე სეზონია უკვე მანჩესტერ "სიტის" ღირსებას იცავს და იგი კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით კარგი სეზონი აქვს ახლა აგუეროს. იგი გაცილებით უფრო შედეგიანი და პროდუქტიულია, ვიდრე გასულ წლებში. სწორედ ამით მიიბყრო კუნმა ფლორენტინო პერესის ყურადღება.
"სიტის" აგუეროს ტრანსფერო 45 მილიონი ევრო დაუჯდა. მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი კი მზად არის არგენტინელი ფოროვარდის სანაცვლოდ მანჩესტერელებს 90 მილიონი ევრო შესთავაზოს.
Bernabeudigital.com
- 4 აპრილი 2015
- 4 753
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.