"პორტოს" კაზემიროს შენარჩუნება სურს
პორტუგალირ პრესაზე დაყრდნობით, ბრაზილიელი ნახევარმცველის, კაზემიროს შენარჩუნება "პორტოს" ხელმძღვანელობის მთავარი საფიქრალია...
შუახაზელმა წლეულს არნახული პროგრესი აჩვენა და ყველას დაუტმკიცა საკუთარი კლასი. წინსვლა არც ფლორენტინო პერესს გამორჩენია და ის ფეხბურთელის დაბრუნებას გეგმავს. ესპანელი პრეზიდენტის აზრით, კაზემირო "ბლანკოსის" ნახევარდაცვას კიდევ უფრო სოლიდურს გახდის და რესურსიც გაიზრდება.
თავის მხრივ, "პორტოს" მთავარი მწვრთნელისთვის კაზე ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა, მაგრამ "რეალის" ნებას წინ ვერავინ აღუდგება, ვინაიდან ფეხბურთელი სწორედ დედაქალაქელთა საკუთრებაშია.
სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე 2 თვეა დარჩენილი, ამ ხნის მანძილზე შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ სავარაუდოდ, კაზემირო ესპანეთში დაბრუნდება.
- 3 აპრილი 2015
- 1 440
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.