რონალდუ რეგულარულად იტანს სანაკრებო პაუზის შემდეგ
შეიძლება ითქვას, კრიშტიანუ რონალდუზე დადებითად მოქმედებს სანაკრებო ბატალიები.
2013 წლიდან მოყოლებული, გოლეადორი რეგულარულად ახერხებს თავის გამოჩენას პორტუგალიიდან დაბრუნების შემდეგ.შარშანდელ სეზონში, ოქტომბრის, ნოემრბისა და მარტის პაუზიბის შემდეგ, შესაბამისად, „მალაგას,“ „ალმერიასა“ და „ლევანტეს“ კარები აქვს დალაშქრული.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, კრიშტიანუმ, სექტემბერში „ატლეტიკოს“ გაუტანა, ხოლო შემდეგ „ლევანტესა“ და „ეიბარს.“
ალბათ, რთული გამოსაცნობი არ არის, რომ რონალდუ გააგრძელებს ერთგვარ ტრადიციას და მისი მომდევნო მსხვერპლი „გრანადა“ გახდება.
RealMadrid.Com
- 3 აპრილი 2015
- 1 898
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.