კოენტრაუს დამატება "ლილსაც" სურს
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ფეხბურთელის, ფაბიო კოენტრაუს შეძენით "ლილი" დაინტერესდა...
კოეს მადრიდული მომავალი თითქმის გადაწყვეტილია. მარცხენა მცველი სეზონის ბოლოს დედაქალაქს დატოვებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნისკენ აიღებს გეზს.
ინგლისურ პრესაზე დაყრდნობით ფაბიოს დამატებით "მანჩესტერი" ინტერესდება, მაგრამ ამ შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში თამაშის გარანტია არ არსებობს.
ფრანგი ჟურნალისტების ინფორმაციით კი "ლილის" ხელმძღვანელობა მზად არის ფეხბურთელთან 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმოს და წლიური ანაზღაურების სახით 2.8 მილიონი ევრო შესთავაზოს.
სატრანსფერო თანხა ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. ასევე უცნობია ფეხბურთელის პოზიცია საფრანგეთში თამაშთან დაკავშირებით."
- 2 აპრილი 2015
- 1 580
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.