ინგლისში ფალკაოს გამადრიდელებაზე ალაპარაკდნენ

ბრიტანულ პრესაში რადამელ ფალკაოსთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება...

კოლუმბიის ნაკრების ფორვარდს მადრიდის "რეალს" უკავშირებენ. საქმე იმაშია, რომ რადამელი არც თუ ისე კარგად მოერგო პრემიერლიგას და მანჩესტერ "იუნაიტედს" ამიტომ აბარგებაზე ფიქრობს, თანაც ის ასაკობრივად არც ისე პატარაა, ამიტომ ოპტიმალურ გამოსავალს ეძებს.

მადრიდის "რეალს" სეზონის ბოლომდე ჩიჩარიტო ერნანდესი დატოვებს, ამიტომ "ბლანკოსი" ფორვარდის ძიებაში იქნება, თანაც კარლო ანჩელოტის ალვარო მორატას "იუვენტუსში", მინიმუმ ერთი წლით დარჩენა სურს, ამიტომ ალტერნატიული ვარიანტების ძიებაა საჭირო.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ფალკაო "ბლანკოსში" ბენზემას შემცვლელის როლისთვის არ გადავა, მას სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაზე ექნება პრეტენზია, რაც დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს.

ასევე უცნობია ფინანსური დეტალები, რადგან მოლაპარაკაბები ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა, ანაც მეტისმეტად გასაიდუმლოებულია.

  • Hala
  • 31 მარტი 2015
  • 5 022
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (9)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)