ჩიჩარიტო:"დიახ, მე ვტიროდი"
ხავიერ ერნანდესმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ შარშანდელ სეზონში მისთვის საშინელი ეპოქა იდგა, მაგრამ არც ამჟამად გამოსწორებულა სიტუაცია...
"დიახ, ვაღიარებ, მე ვტიროდი იმიტომ, რომ ნდობა დაკარგული მქონდა და მხოლოდ ვარჯიშებით შემოვიფარგლებოდი. მერწმუნეთ, მოედანზე გასვლას და თამაშს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მანჩესტერ "იუნაიტედში" კარიერა შესანიშნავად ამეწყო, მაგრმა შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. "ბლანკოსში" გადასვლის შემდეგ გამოსავლის ძიება დავიწყე, თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა და გოლების გატანაც შევძელი, მაგრამ ახლა არც ესპანეთში მაქვს სათამაშო წუთები და ანალოგიურით შემოვიფარგლები."
"იმედგაცრუება ყველაზე საშინელი რამ არის, მაგრამ ფარ-ხმალს არასდროს ვყრი და ბოლომდე ბრძოლის იმუნიტეტი გამომიმუშავდა."
"ეროვნული ნაკრები ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მიხარია, რომ "მექსიკას" გამარჯვებაში დავეხმარე და ლამაზი გოლი გამომივიდა."
"არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩემს კარიერას დასჭირდება."
- 31 მარტი 2015
- 3 926
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.