"ჩელსი" გარეთ ბეილს წლიურად 21 მილიონ ევროს სთავაზობს
ბრიტანულ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობა გარეთ ბეილის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებს...
Daily Mail-ის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი მზად არის უელსელ ფეხბურთელს კოლოსალური სახელფასო განაკვეთი შესთავაზოს, რომელიც წლიურად 21 მილიონ ევროს შეადგენს.
შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში გარეთი ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს. ჟოზე მოურინიო ბრიტანელის შეძენას გამალებით მოითხოვს. თავის მხრივ, არც კლუბის მფლობელია უარზე და ყველაფერზე მზადყოფნას აცხადებს.
- 31 მარტი 2015
- 3 225
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.