"ჩელსი" უკან არ იხევს
არისტოკრატები აქტიურად განაგრძობენ სატრანსფერო მოლაპარაკებებს მადრიდის "რეალთან"
როგორც მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიო რამდენიმე თვეა უკვე გარეთ ბეილის გადაბირებას ცდილობს. მისი განცხადებით, უელსელი ფეხბურთელი "ჩელსის" მნიშვნელოვნად გააძლიერებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოფიციალური მიმართვის მომზადება იგეგმებოდა ფლორენტინო პერესის მიმართ.
დღევანდელ წყაროებზე დაყრდნობით, რომან აბრამოვიჩმა უკვე მიმართა მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს ოფიციალური შემოთავაზებით. "არისტოკრატები" მზად არიან გარეთ ბეილის სანაცვლოდ "თეთრებს" 75 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადონ, რაც დაახლოებით 102 მილიონი ევროს ექვივალენტია.
ჯერ-ჯერობით მადრიდული მხარე ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს.
Goal.com
- 30 მარტი 2015
- 4 058
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.