კასილიასს 100 ოფიციალური მატჩი დაუგროვდა
გუშინ, იკერ კასილიასმა საიუბილეო თამაში ჩაატარა „სანჩეს პისხუანზე.“
ესპანეთის ეროვნული გუნდის კაპიტანი, უკვე 100 ოფიციალურ თამაშს მოითვლის სანაკრებო დონეზე.აღნიშნულ კომპონენტში, ის მხოლოდ კამერუნელ რიგობერტ სონგსა (101) და მექსიკელ კლაუდიო სუარესს (108) ჩამორჩება.
საერთო ჯამში, კასილიასი 161-ჯერ აქვს მორგებული „ფურია როხას“ მაისური, რაც აბსოლუტური რეკორდია ესპანეთში.
„სან იკერმა“ 2000 წელს იდებიუტა „წითლების“ რიგებში.
AS
- 28 მარტი 2015
- 2 315
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.