პეპეს კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვეტილია
მადრიდული გამოცემის ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ უახლოეს მომავალში, სამეფო კლუბი და პორტუგალიელი ფეხბურთელი თანამშრომლობის ვადას გაახანგრძლივებენ.
ამჟამინდელი ხელშეკრულების თანახმად, პეპეს მადრიდულ კარიერას 2016 წლის 30 ივნისს ეწურება ყავლი, ხოლო ახალი შეთანხმებით, ის კიდევ 2 წლით, 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება ესპანეთში და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩამოკიდებს ბუცებს ლურსმანზე.
როგორც იცით, მოურინიოს წასვლის შემდეგ, ბრაზილიური ფესვების მქონე მოთამაშემ სასტარტო შემადგენლობაში დაიბრუნა ადგილი.პორტუგალიელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ავტორიტეტულა ფიგურაა გუნდის დასახდელში.ამასთანავე, ის შემადგენლობის მეოთხე კაპიტნად ითვლება.
AS
- 28 მარტი 2015
- 1 748
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.