რამოსი - 10 წელი ესპანეთის ნაკრებში

სერხიო რამოსისთვის ათმა წელმა ძალიან ჩქარა გაირბინა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე მადრიდის "რეალის" ვიცე-კაპიტანმა მსოფლიოსა და ევროპის(ორჯერ) ჩემპიონატების მოგება მოახერხა...

რამოსი ახლა სანაკრებო ბატალიებზეა, სადაც ის 125-ე დაპირისპირება გამართავს ეროვნული გუნდის მაისური.

როდესაც სერხიო 18 წლის იყო, ლუის არაგონესმა მისი ნაკრებში გამოძახება გადაწყვიტა, რაც ფეხბურთელისთვის უდიდესი სიხარულთან ერთად, დიდი მოტივაცია იყო.

რამოსი მთავარ გუნდში ლუის გარსიასთან, მისტასთან, ნავაროსთან და სხვა ახალგაზრდა ესპანელებთან ერთად მოხვდა, მაგრამ იმედები მხოლოდ ანდალუსიელმა გაამართლა და შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.

რამოსის პირველი ოფიციალური მატჩი სერბეთთან გაიმართა, სადაც "ფუროა როხამ" ფრედ ითამასა, მას შემდეგ კი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი მოვიდა და დაიწყო არაგონესის გუნდის ტრიუმფალური სვლა, რომელიც ვისენტე დელ ბოსკემ გააგრძელა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რამოსი 125-ე პაექრობას გამართავს, აწ უკვე ჩატარებული 124 მატჩიდან კი 95 შემთხვევში მადრიდის "რეალს" ვიცე-კაპიტანმა, მოედანი თავაწეულმა დატოვა.

წარმატებები ვუსურვოთ სერხიოს...

  • Hala
  • 27 მარტი 2015
  • 2 074
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)