პერესი კასილიასს გამოექომაგა
„ბარსელონასთან“ ნამატცევს, გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა იკერ კასილიასს გარჯა დაუწუნეს.
აღსანიშნავია, რომ კაპიტნისადმი უკმაყოფილება გამოხატა „რეალის“ მეკარეთა მწვრთნელმა.მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, ვილიამ ვეკიმ აღშფოთება ვერ დამალა სათადარიგო სკამიდან.მისი აზრით, იკერს შეეძლო სუარესის დარტყმულის მოგერიება.
მიუხედავად ამისა, კარის დარაჯს სრული ნდობა გამოუცხადა ფლორენტინო პერესმა.ერთ-ერთი ესპანელი ჟურნალისტის ცნობით, პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა: „რომ არა იკერის სეივები მეორე ტაიმის მიწურულს, უფრო დიდი ანგარიშით დავმარცხდებოდით.“
football-espana
- 25 მარტი 2015
- 4 784
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.