ლივერპული ბოლომდე იბრძოლებს ჰოლანდიური დუეტისთვის
ლივერპულის შეფობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გადმოიბიროს მადრიდის "რეალის" ორი ჰოლანდიელი ფეხბურთელი.ლაპარაკია რუდ ვან ნისტელროისა და რაფაელ ვან დერ ვაარტზე.
ბრიტანული გამოცემა The sun-ის განცხადებით მერსასაიდულმა კლუბმა უკვე მიაღწია შეთანხმებას რუდ ვან ნისტელროის შესახებ,რომელთან ერთადაც შეიძლება სულ მალე ენფილდზე რაფაელ ვან დერ ვაარტიც ვიხილოთ.ამ უკანასკნელს მადრიდულ კლუბში თამაშის საშუალება ამ ბოლო დროს მიეცა და იგი არც თუ ურიგოდ გამოიყურებოდა.თუმცა კაკასთვის კონკურენციის გაწევა უჭირს და შესაბამისად ბრაზილიელის დაბრუნების შემდეგ, ნაკლებ დროს ითამაშებს.
იგივე შეიძლება ითქვას ვან გოლის შესახებ,რადგან კლუბს ჰყავს ისეთი გოლეადორები როგორებიც არიან იგუაინი და კარიმ ბენზემა.ჰოლანდიელი თავდამსხმელი,თავის დროზე "რეალის" მთავარ დამრტყმელ ძალად ითვლებოდა,თუმცა გამუდმებულმა ტრამვებმა და გუნდში კარიმ ბენზემას მოსვლამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.
ორივე ჰოლანდიელს რა თქმა უნდა სურს,მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა,"რეალში" ესეთი თამაშით კი მათი შანსები დღითიდღე მცირდება.ყველაფერს ალბათ უახლოს მომავალში აეხდება ფარდა.
- 2 იანვარი 2010
- 3 232
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.