"რონალდომ ნერვები უნდა მოთოკოს" - თებესი
თებესმა რონალდუზე ისაუბრა...
კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის მატჩში, "სამეფო კლუბის" ლიდერის, კრიშტიანო რონალდოს მიმართ დიდი პროვოკაცია წამოიჭრა, რადგან მას ადანაშაულებენ არბიტრის მიმართ შეურაცყოფის მიყენებაში.
პორტუგალიელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, გასასვლელთან მის თანაგუნდელ კარიმ ბენზემასთან ერთად საუბრობს. ეს ყველაფერი გაიშფრა და როგორც ჩანს ის ამბობს: "ჩვენ ყველამ ჩავისვარეთ!"
ამ პროვოკაციას, რომელიც თავდამსხმელის მიმართ წამოიჭრა გამოუხმაურა თებესი, რომელიც კრიშტიანოს დამშვიდესბისკენ და ნერვების მოთოკვისკენ მოუწოდებს.
"ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ჯარიმა ამ სპორტის სახეობის ერთ-ერთი ძალზედ ხშირი მოვლენაა. შესაძლებელია ეს ყველაფერი მსაჯმა ვერ შენიშნოს და გამოეპაროს, მაგრამ მოთამაშეს არ აქვს უფლება ამის გამო არბიტრს შეურაცყოფა მაიყენოს."
"არამგონია კრიშტიანო სწორედ მოქცეულიყო. მე მას ვურჩევ დამშვიდდეს და ნერვები მოთოკოს, რადგან ეს ყველაფერი მასზე ცუდად იმოქმედებს. შვიდიანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია." - განაცხადა თებესმა
- 24 მარტი 2015
- 3 622
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.