ბოსკეს მიმართვა "რეალს" და "ბარსელონას" - "გონს მოეგეთ!!!"
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს განცხადებით, განვლილ "ელ კლასიკოში" ესპანელ ფეხბურთელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებული იყო, რაც ქვეყნისთვის ფეხბურთისთვის საგანგაშო გახლდათ...
"წინა წლებში "ელ კლასიკოს" ყურება ესპანელთათვის კიდევ იმით იყო საინტერესო, რომ მათი თანამემამულეები იყვნენ მოედანზე. ახლა კი რა ვიხილეთ? მადრიდის "რეალის" სასტარტოში კასილიასი, კარვახალი, რამოსი და ისკო ირჯებოდნენ. "ბარსელონას" თერთმეტეულში კი პიკე, ალბა და ინიესტა."
"გასულ წლებში "ელ კლასიკოში" მონაწილე 22 ფეხბურთელიდან მინიმუმ 10-11 სწორედ ესპანეთს წარმოადგენდა. ენრიკეს მოედანზე ბუსკეტსი და ხავიც შემოიყვანა, მაგრამ ეს არ კმარა, ანალოგიურის თქმა შემიძლია ანჩელოტის ცვლილებაზე, როდესაც თამაშში ხესე ჩაერთო."
"საგანგებოდ მივმართავ კლუბებს, გონს მოეგეთ და გაითავისეთ, რომელი ქვეყნის კლუბებს წვრთნით."
"მესი, ნეიმარი, სუარესი - არცერთი მათგანი ესპანელი არ არის. იგივეს თქმა შეიძლება ბეილი, რონალდუ, ბენზემას ტრიოზე."
"იმედი მაქვს ესპანური გრანდები უფრო მეტ ყურადრებას მიაქცევენ ადგილობრივ მოთამაშეებს."
- 24 მარტი 2015
- 22 462
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.