რამოსი: „მთავარია სად ვიქნებით ტურნირის ბოლოს“
სერხიო რამოსმა რადიოსადგურ El Larguero-სთან ინტერვიუ ჩაწერა.
„პატივს ვცემ ყველას.სიმართლე გითხრათ, ჩემს კარიერის ფონად სდევს კრიტიკა, რაც მეტად მაძლიერებს.“
„ჯერჯერობით, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან მოლაპარაკებები არ დაწყებულა.ვფიქრობ, რომ საჩქარო არაფერია.ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს მადრიდულ გრანდში და ჩემი თავი სხვა კლუბის მაისურით ვერ წარმომიდგენია.მინდა, რომ ყოველთვის საუკეთესო გავიღო.“
„რა თქმა უნდა, მარცხი სასიხარულო არ არის, მაგრამ ყველაფრისგან შეიძლება რაღაცის სწავლა.განვლილ უქმეებზე „ელ კლასიკო“ წავაგეთ, თუმცა ყურების ჩამოყრას არ ვაპირებთ, რამეთუ ნაყოფიერად ვიასპარეზეთ.პირველ ნახევარში დიდებულად გავაგორეთ ბურთი და შემდეგ, მომენტების გამოუყენებლობის გამო დავისაჯეთ.მეორე გაშვებულმა გოლმა დაგვთრგუნა“
„კრიშტიანუს წვეულებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ამაზე არ მინერვიულია.მადრიდში უკვე 10 წელი გამოვდივარ და მივეჩვიე ასეთ გარემოს.“
„გულრფელად გითხრათ, ხშირად არ ვკითხულობ ჟურნალ-გაზეთებს, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს, რამეთუ გავიგო თქვენი კოლეგების აზრი.ცხადია, ძალიან რთულია ყველას გულის მოგება.“
„„ნოუ კამპის“ შემდეგ სიჩუმე სუფევდა გასახდელში, რამეთუ რთულია, როდესაც ყველაფერს იღებ მოედანზე, მაგრამ აგებ.“
„სეზონი საკმაოდ გრძელია და მთავარია, თუ სად იქნება ტურნირის ბოლოს.ჩვენ უკვე გვაქვს პრიმერას მოგების გამოცდილება ანალოგიურ სიტუაციაში.“
„თვითმფრინავში ყოველთვის იკერის გვერდით ვზივარ და ფეხბურთზე ვსაუბრობთ.ჩვენ განვიხილავთ თითოეულ დეტალს და ვაანალიზებთ მატჩს.მე და იკერს უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, რამეთუ კაპიტნები ვართ.“
„როდესაც გუნდი სათანადოთ ვერ ასპარეზობს, გულშემატკივრები ყოველთვის გაკრიტიკებენ.ისინი იმიტომ არიან მომთხოვნი, რომ იციან, მეტი შეგიძლია.მოგვწონს თუ არა, უნდა შევეჩვიოთ მსგავს სიტუაციას.მათ უყვართ გუნდი, რაც ძალიან მნშვნელოვანია.“
AS
- 24 მარტი 2015
- 4 133
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.