„რეალს“ ანალოგიურ სიტუაციაში აქვს მოგებული პრიმერა
როგორც იცით, ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე, სამეფო კლუბი 4 ქულით ჩამორჩება ლიდერს, რის გამოც ბევრმა უკვე ჩამოწერა მადრიდული გრანდი.
საინტერესო და ნიშანდობლივია, რომ ახლო წარსული, „რეალის“ ფეხბურთელებს ფარ-ხმლის დაყრის უფლებას არ ძლევს.უფრო კონკრეტულად, 2006/2007 წლების სეზონში, პრიმერას საფინალო მატჩამდე 10 ტურით ადრე, კატალონიელები 5 ქულით უსწრებდნენ ფაბიო კაპელოს დამოძღვრილ „ბლანკოსს.“მიუხედავად ამისა, დედაქალაქელებმა ძალები მოიკრიბეს და დარჩენილ პაექრობებში 30 შესაძლებელიდან, 25 ქულას მოუყარეს თავი.
საბოლოო ჯამში, ტურნირის ბოლოს, იტალიელის შეგირდები და „კულეები“ თანაბარი რაოდენობის ქულებს მოითვლიდნენ, თუმცა ურთეიერთშეხვედრებში უპირატესობის წყალობით, გამარჯვება მადრიდელებს დარჩათ.
Merengues.ru
- 24 მარტი 2015
- 2 985
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.