ოფიციალური განცხადება
"მადრიდის რეალის" ვებ-გვერდი კლუბის ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
"სიუდად რეალ მადრიდზე" დაფიქსირებულ ამაზრზენ შემთხვევასთან დაკავშირებით "მადრიდის რეალს" სურს განაცხადოს:
1. კლუბმა უკვე მოახდინა იმ პიროვნებების იდენტიფიცირება, საიდანაც ერთი "მადრიდის რეალის" წევრი იყო, რომლებიც აგრესიულ და ძალისმიერ ქმედებებს მიმართავდნენ ჩვენი ფეხბურთელების მისამართით.
2. კლუბის ამ წევრების შესახებ დეტალები გაიგზავნა კლუბის სადისციპლინო კომიტეტში იმ მოთხოვნით, რომ მოხდეს ამ პირებისთვის "მადრიდის რეალის" წვრობის გაუქმება მათ მიერ სერიოზული თავდასხმითი ქმედების განხორციელების გამო.
3. დღეს სადისციპლინო კომიტეტი შეიკრიბა სპეციალურად ამ მიზნით და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს სადისციპლინო გამოძიება და უზრუნველყოს ამ პიროვენებისთვის "სანტიაგო ბერნაბეუსა" და "მადრიდის რეალის" ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლის აკრძალვა.
4. "მადრიდის რეალმა" განცხადების მიმართა და აცნობა აღნიშნული ინციდენტის შესახებ ესპანეთის ნაციონალურ ანტი-ძალადობის კომიტეტს და მოითხოვა, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ გამოყენებულ იქნას ის სანქციები, რომელსაც შესაბამისი კანონი ითვალისწინებს.
5. მომავალში "მადრიდის რეალი" გაატარებს ყველა შესაძლო კანონიერ ღონისძიებას ამ ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ.
წყარო: Realmadrid.com
- 24 მარტი 2015
- 7 173
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.