"ბარსელონა" ჯიუტობს
მიუხედავად ფლორენტინო პერესის მიერ ბართომეუსთვის ნათქვამი უარისა, "ბარსელონა" მაინც ჯიუტად იმეორებს, რომ თასის ფინალის გამართვა "ბერნაბეუზე" სურს.
განცხადებაში, რომელიც კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კლასიკოს დამთავრების შემდეგ გამოქვეყნდა, ნათქვამია:
"დირექტორთა საბჭოს სურს მიულოცოს პირველ კლუბს მის მიერ ბოლო შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი და მაქსიმალური მხარდაჭერა გამოხატოს კლუბის მიმართ სამივე ტიტულისთვის ბრძოლის საქმეში.დირექტორთა საბჭოს შეხვედრის დროს გადაწყდა შემდეგი საკითხები:
1. ვადასტურებთ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუ" ყველაზე მისაღები ვარიანტია კლუბისთის ესპანეთის თასის ფინალის გასამართ სხვა ადგილებს შორის, ვინაიდან ეს სტადიონი ბევრი გულშემატკივრის დატევას შეძლებს"
შეგახსენებთ, რომ კლასიკომდე გასამართ პრეზიდენტების შეხვედრის დროს ბართომეუმ ფლორენტინოს თხოვა "ბერნაბეუზე" თანხმობა, რაზეც პრეზიდენტისგან მტკიცე უარი მიიღო.
წყარო: AS
- 24 მარტი 2015
- 3 953
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.