პრიმერა დივიზიონი გადამწყვეტ ფაზაში შედის

ესპანეთის ჩემპიონატისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.

პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე, „ბარსელონა“ 4 ქულით ლიდერობს სატურნირო ცხრილს, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.ტიტულსათვის მონადირე გუნდებს დაძაბული და ნერვული პერიოდი ელოდებათ წინ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, „რეალსა“ და „ბარსელონას“ ათ-ათი პაექრობის ჩატარება მოუწევთ.მადრიდელები საშინაო არენაზე მიიღებენ „გრანადას,“ „ეიბარს,“ „ალმერიას,“ „ვალენსიასა“ და „ხეტაფეს,“ ხოლო სტუმრად, „რაიო ვალეკანოსთან,“ „სელტასთან,“ „სევილიასთან“ და „ესპანიოლთან“ მოუწევთ პაექრობა.

რაც შეეხებათ კატალონიელებს, „ნოუ კამპი,“ „ალმერიას,“ „ვალენსიას,“ „ხეტაფეს,“ „რეალ სოსიედადსა“ და „დეპორტივოს“ უმასპინძლებს, ხოლო გასვლაზე, „სელტასთან,“ „სევილიასთან,“ „ესპანიოლთან,“ „კორდობასთან“ და „ატლეტიკოსთან“ მოუწევთ თამაში.

ალბათ, აქედანაც ჩანს, რომ ენრიკეს დამოძღვრილებს შედარებით რთული კალენდარი აქვთ, ვიდრე დედაქალაქელებს.

შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგეს აპრილის შუა რიცხვები (11 და 19), როდესაც ბარსელონელები ჯერ „სევილიას“ შეერკინებიან, შემდეგ კი „ვალენსიას.“

ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევთ მეოთხედფინალური თამაშების გამართვა.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)