ვალდანო:"რეალის უმთავრესი ფიგურა კრიშტიანო არ არის"
მადრიდის "რეალის" ყოფილი გენერალური დირექტორი, ხორხე ვალდანო "ბარსელონასთან" დაპირისპირებას გამოეხმაურა...
"მადრიდის "რეალის" მთავარი ფიგურა კრიშტიანო რონალდუ არ არის. ლუკა მოდრიჩი კარლო ანჩელოტის გუნდისთვის ყველაფერია, რაც "ელ კლასიკოში" კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ხორვატი ფეხბურთელი უდიდესი სამუშაოს ასრულებს."
"როგორც კი ლუკამ ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვის გაცდენა მოუწია, მაშინვე დაიწყო პრობლემები, რაც "კლასიკომდე" გრძელდება. ახლა კი რა ვიხილეთ? მადრიდის "რეალი", რომელიც არც ისე კარგ ფორმაშია, მაგრამ "ნოუ კამპზე" დომინირებს. ეს ყველაფერი სწორედ მოდრიჩის დამსახურებაა."
"მატჩის პირველ ტაიმში "რეალი" მინიმუმ 3 გოლის გატანას იმსახურებდა. დედაქალაქელებმა აქტიურად დაიწყეს მეორე ნახევარიც, მაგრამ სუარესის გოლმა ყველაფერი შეცვალა. ასევე დაიღალა მოდრიჩი, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და საქმეში 90 წუთის გატარება უჭირს. კატალონიელებმა ღირებული ვერაფერი შექმნეს, მეორე გოლის შემდეგ კი ფსიქოლოგიურად გატეხილი "ბლანკოსის" ინერტულობით ისარგებლეს რამდენიმე სწრაფი კონტრ-შეტევა განახორციელეს რასაც იკერის აქტიურობა მოჰყვა."
"ბეილმა ნაყოფიერად ითამაშა როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში. ანალოგიურის თქმა შემიძლია ისკოზეც, თუმცა მან უფრო ხშირად უნდა აიღოს საკუთარ თავზე თამაში."
- 23 მარტი 2015
- 4 494
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.