ბუტრაგენიო:"სამეფო კლუბმა გამარჯვებისთვის ითამაშა"
ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორი, ემილიო ბუტრაგენიო "ელ კლასიკოს" დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა...
"კარგი საღამო იყო, მაგრამ 3 ქულის მოპოვება ვერ მოვახერხეთ. გუნდმა განსაკუთრებით პირველი ტაიმის მეორე ნახევარში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. არ გამიკვირდებოდა 45 წუთის შემდეგ 1-3 რომ დაგვეფიქსირებინა, რადგან "ბარსელონას" კართან ნამდვილი შტურმი მოვაწყვეთ. სუარესის გოლმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ურუგვაელი ფეხბურთელი ბოლომდე იბრძოდა. კატალონიელებმა 2 გოლი გაიტანეს მაშინ, როდესაც მომენტებს "რეალი" ქმნიდა, შემდეგ კი არეულობა ჩვენს კოლექტივში შეიმჩნეოდა."
"ძალიან ეფექტურად ვითამაშეთ. გარეთ ბეილი მეტოქის მცველებს ყურადღებას იპყრობდა და სხვა ფეხბურთელებს სივრცეებს უთავისუფლედა, უელსელ ფეხბურთელზე კატალონიელები დიდ მობილიზაციას და კონცენტრაციას ახდენდნენ. ერთი მონაკვეთი საუკეთესო წუთები გვქონდა. დასანანი მარცხი განვიცადეთ და მეტოქეს წინ წასვლის საშუალება მივეცით."
"არ ვიცი კრიშტიანო იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობაში."
"კატალონიურ და მადრიდულ კლუბებს მსოფლიოში საუკეთესო წინახაზალები ჰყავთ, ისინი გულშემატკივრებს დიდ სიხარულს ჰგვრიან. პირველ 45 წუთში გამოუყენებელ მომენტებს ვერ ვივიწყებ."
"ლა ლიგაში 10 თამაში დარჩა. გუნდს დაუბრუნდა მოდრიჩი, რომელიც ნახევარდაცვის ბურჯია. ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება. ხამეს როდრიგესის რეაბილიტაციის კურსი შესანიშნავად მიმდინარეობს. კოლუმბიელი ფეხბურთელი მალე გააძლიერებს კოლექტივს. ვფიქრობ, ყველა თამაში უნდა მოვიგოთ და 30 ქულა ჩავიწეროთ აქტივში, ამ შემთხვევში თასის მოგების საშუალება ვექნება."
- 23 მარტი 2015
- 3 021
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.