„ელ კლასიკოს“ ანატომია

„ბარსელონასა“ და „რეალის“ დაპირისპირების მოახლოვებასთან ერთად, გულშემატკივრებში ვნებათალეღვის კოეფიციენტი საგრძნობლად იზრდება.

ერთად გადავავლოთ თვალი გუნდების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას:

არსებობის მანძილზე, ესპანეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბები 229-ჯერ შეერკინენ ერთმანეთს.აქედან, 92 შემთხვევაში „თეთრებმა“ იმარჯვეს (40.2%), 89-ჯერ კატალონიელებს დარჩათ მოგება (38.8%), ხოლო 48 შემთხვევაში ყაიმზე შეჯერდნენ (21%).გატანილ გოლების მცირე უპირატესობით იწონებენ თავს დედაქალაქელები: 388-372.

უშუალოდ პრიმერას მასშტაბით გამართულ „კლასიკოებშიც,“ მადრიდელები წინ არიან: 71 მოგება, 66 წაგება და 32 ფრე.მათ ანგარიშზეა 277 შედეგიანი დარტყმა და 10-ით ნაკლები გაშვებული გოლი.

რაც შეეხება საკუთარ კედლებში ჩატარებულ შეხვედრებს, გრანდები სტაბილური მაჩვენებლით გამოირჩევიან.64 გამარჯვებას მოითვლის „ბლაუგრანა“ „ნოუა კამპზე“ (48 ლა ლიგაზე), ხოლო 66-ს „ბლანკოსი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ (52 ლა ლიაგზე)ამასთანავე, „ბარსას“ ორნით ნაკლები საყაიმო ანგარიში აქვს დაფიქსირებული საკუთარ მოედანზე - 23.

გადავიდეთ ფეხბურთელებზე, ყველაზე მეტჯერ მანოლო სანჩესმა მიიღო მონაწილეობა მადრიდულ-კატალონიურ ჯახებში - 43.მას შემდეგი ფეხბურთელები მოჰყვებიან: პაკო ხენტო (42), ჩავი (41), ფერნანდო იერო (37), რაულ გონსალესი (37), იკერ კასილიასი (36), სანტილიანა (35), მიჩელი (34), კარლეს პუიოლი (32), პირი (31), ჟოან სეგარა (31), ლუის ენრიკე (31), ინიესტა (30), მიგელი (30), დი სტეფანო (30) და ბუტრაგენიო (30).

ისტორულ დაპირისპირების ბომბარდირთა დავას ლეო მესი უდგას სათავეში - 21 გოლი.მან შემდეგ ფეხბურთელებზე მეტი შედეგიანი დარტყმა მოაგროვა: დი სტეფანო (18 გოლი), რაული (15), კრიშტიანუ რონალდუ (14), სეზარ როდრიგესი (14), ფერენც პუშკაში (14), პაკო ხენტო (14), სანტილიანა (12), უგო სანჩესი (10).

„ბარსელონას“ საშინაო სტადიონად „ნოუ კამპი“ ითვლება, რომელიც 99 786 მაყურებელს იტევს, ხოლო მადრიდისტები „სანტიაგო ბერნაბეუზე“ (ტევადობა: 81 044) მასპინძლობენ მოწინააღმდეგეს.აღსანიშნაია, რომ მიმდინარე სეზონში, თითოეულ მატჩში საშუალოდ 74 181 ქომაგი ესწრება „ბარსას“ მატჩებს და 73 238 „რეალის“ თამაშებს.

გუნდები შემდეგი პრესტიჟული ტიტულებით ამაყობენ:
„რეალი:“ 32 პრიმერა დივიზიონი, 19 ესპანეთის თასი, 9 ესპანეთის სუპერთასი, 10 ჩემპიონთა ლიგა;
„ბარსა:“ 22 პრიმერა დივიზიონი, 26 ესპანეთის თასი, 11 ესპანეთის სუპერთასი, 4 ჩემპიონთა ლიგა;

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები:
„რეალი:“ კრიშტიანუ რონალდუ 94 მილიონი ევრო, გარეთ ბეილი 94, ხამეს როდრიგესი 80, ზინედინ ზიდანი 73.5, კაკა 65, ლუიშ ფიგუ 60, რონალდო 45, დევიდ ბექემი 37.5, არიენ რობენი 36, ჩაბი ალონსო 35.4
„ბარსა:“ ნეიმარი 83.5, ლუის სუარესი 81, ზლატან იბრაჰიმოვიჩი 69.5, დავიდ ვილია 40, მარკ ოვერმარსი 40, ხავიერ სავიოლა 35.9, დანი ალვეში 35.5, ჩელკ ფაბრეგასი 34, რონალდინიო 32.25, სამუელ ეტოო 27.

სოციალური ქსელები:
„რეალი:“ 83 მილიონი FaceBook-ზე, 15.2 მილიონი Twitter-ზე, 7.1 მილიონი Instagram-ზე
„ბარსა:“ 83.7 მილიონი Facebook-ზე, 14.4 მილიონი Twitter-ზე, 7.2 მილიონი Instagram-ზე



ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)