კასილიასის 37-ე „ელ კლასიკო“
რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, იკერ კასილიასისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია „ბარსასა“ და „რეალის“ ხვალინდელი შერკინება.
2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, „ფურია როხას“ კარის დარაჯი პირველ შეხვედრას ჩაატარებს „ნოუ კამპზე,“ რომელიც მის კარიერაში 37-ე „ელ კლასიკო“ იქნება.ის იეროსა და რაულის მიღწევას გაუთანაბრდება.
„ბარსელონასა“ 11 ფეხბურთელისა და ადგილობრივი სტადიონის ასი ათასიანი პუბლიკის გარდა, კასილიასს, მადრიდელი გულშემატკივრების წინააღმდეგაც მოუწევს თამაში.ისინი ტელევიზორის მეშვეობით, მიკროსკოპული სიზუსტით დააკვირდებიან მეკარის თითოეულ მოქმედებას.
როგორც იცით, ბოლო პერიოდში „სანტიაგო ბენრაბეუ“ არ წყალობს წმინდა იკერს.ინჩასები სწორედ მას მიიჩნევენ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ განვითარებულ მოვლენებში და პერიოდულად, სტვენასაც არ იშურებენ ტიტულოვანი კაპიტნის მიმართ.
კასილიასი იმედოვნებს, რომ კატალონიაში წარმატებული ასპარეზობის წყალობით დაიბრუნებს ფანების ნდობას, თუმცა ფაქტია, მას ძალიან ბევრი საქმე ექნება, რამეთუ მესი, ნეიმარი და სუარესი საკმაოდ ეფექტური თამაშით გამოირჩევიან უკანაკნელ პაექრობებში.
MARCA
- 21 მარტი 2015
- 2 530
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.