კარვალიუ:"მიხარია, რომ "რეალს" არ შევხვდით"
მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ახლა ფრანგული "მონაკოს" ღირსებას იცავს, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილია...
"მიხარია, რომ 1/4 ფინალში იტალიელებს დავუპირისპირდებით. ყველაზე რთული მეტოქეები "ბაიერნი", "ბარსელონა" და "რეალი" იქნებოდნენ."
"ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში არ მომიწევს. ვფიქრობ, "ბლანკოსთან" ჩვენი შანსი მინიმალური იქნებოდა, "იუვენტუსთან" კი ყველაფერი სასწორზე დევს."
"იტალიელები საკუთარ ჩემპიონატში შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებენ, მათი დამარცხება გაგვიჭირდება, მაგრამ "მონაკოს" ამბიციები აქვს. მონდომების შემთხვევაში "ბებერი ქალბატონის" ძლევა შესაძლებელია."
"ახლა უკვე ყველა ტაქტიკურ თამაშზე გადაერთო. არ აქვს მნიშვნელობა "რეალი" ხარ, "მონაკო", "ბაიერნი" თუ სხვა."
- 20 მარტი 2015
- 2 079
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.