ლისაბონი, ლისაბონი და კიდევ ლისაბონი
როდესაც საქმე გვაქვს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის დაპირისპირებაზე, ალბათ ორივე გუნდის გულშემატკივარს ახსენდება ის საბედისწერო 92-ე წუთი, რომელზეც სერხიო რამოსმა თავური დარტყმით მოუკლა "როხი-ბლანკოს" ლიგის თასის აღმართვის ოცნება.
"ატლეტიკოს" ფანები ძალიან დიდი ხანია ოცნებობენ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებაზე, თუმცა მათ არ უმართლებთ. უკანასკნელად მათ ევროპის თასი 1974 წელს მოიგეს. გასულ სეზონში ისინი ახლოს იყვნენ წარმატებასთან, თუმცა როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სერხიო რამოსის გოლის გამო მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.
წელს "ატლეტიკო" გაცილებით უფრო ძლიერად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ ლისაბონის ფინალში მონაწილე რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა კლუბი დატოვა. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა მიმდინარე სეზონში მშრალად შეინარჩუნეს კარი და "რეალის" დამარცხებაც შეძლეს (4-0). სწორედ ამიტომ, ყველა ელის, სამეფო კლუბის რევანშს.
Marca.com
- 20 მარტი 2015
- 4 617
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.