მარსელო:"ისკოს ფეხზე წებო უსვია"
მარსელო ახალგაზრდა მადრიდელ ფეხბურთელებს ესტუმრა და მათთან ერთად დრო გაატარა. ბრაზილიელი ფეხბურთელის, მარსელოს განცხადებით, ის გაოგნებულია ისკო ალარკონის პროგრესით, რომელიც შესანიშნავად თამაშობს...
"მოხარული ვარ გუტის ფეხბურთელებთან მოსვლით, ესენი მადრიდის "რეალის" მომავალს წარმოადგენენ. დედაქალაქს შესანიშნავი თაობა ეზრდება."
"ისკო გენიალური ფეხბურთელია. ჩვენ ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს. ესპანელის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ის მგონი ფეხზე წებოს ისვამს და ბურთს იკრობს."
"ლა ლიგაში პირველ პოზიციაზე დიდი ხნის მანძილზე ვიმყოფებოდით. გვქონდა 22 მატჩიანი მოგებების სერია, მაგრამ შემდეგ ჩავარდნა დაგვეწყო, რამაც პირველი ადგილი დაგვაკარგინა. ახლა წინ "ბარსელონაა", თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ ტიტულისთვის."
"როდესაც "რეალში" გადმოვედი "კასტილიაში" უნდა მეთამაშა, მაგრამ გამიმართლა და მალევე მომეცა მთავარ გუნდში ასპარეზობის შანსი. მაშინ ბავშვი ვიყავი, ახლა კი დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული."
"კაპიტნობა იოლი არ არის. კასილასი და რამოსი დიდ პასუხისმგელობას გრძნობენ. თუ ისინი არ თამაშობენ, მეც მიწევს გუნდის ლიდერის ფუნქციის მორგება. სიმართლე გითხრათ, სიამაყით ვივსები, როდესაც სამკლაური მიკეთია, მაგრამ გაცილებით მეტი სანერვიულო მიჩნდება."
"ჩემპიონთა ლიგის ფინალი არასდროს დამავიწყდება. "ატლეტიკოს" ბოლო წუთს გამოვგლიჯეთ ხელიდან ჩემპიონობა. "ლა დესიმა" პრიორიტეტული იყო. "ბლანკოსის" გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული მივანიჭეთ, მაგრამ ჩვენც არანაკლები განვიცადეთ."
- 19 მარტი 2015
- 3 837
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.